|
2019-02-20 18:41:52, 1372 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია - ვერავინ გამრიცხავს, ამ ტონით არავინ მელაპარაკება
მე ვერავინ გამრიცხავს, არავის აქვს იმხელა უფლებამოსილება, რომ ჩემთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ბესელია დღეს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ამასთან, დეპუტატი პარტიიდან წასვლია ან დარჩენის გადაწყვეტილებას კანონპროექტის კენჭისყრის შემდეგ მიიღებს. „დახურული შეხვედრების თაობაზე ნუ ვისაუბრებთ, არ არის ეს ისეთი თემა, რომელზეც საჭირო იყოს საჯაროდ საუბარი. არ მინდა ამ თემაზე საუბარი. მე ვერავინ გამრიცხავს, ასეთი საუბარი ჩემთან - გაგრიცხავ და ა.შ. ამის უფლებას თავს არავინ აძლევს, ამის უფლება არ აქვს არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც პოლიტსაბჭოს წევრებს. ასეთი რამ არ უთქვამს პარტიის ლიდერსაც, პარტიის თავმჯდომარეს, არავინ მელაპარაკება მე ამ ტონით და ამ ფორმით“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)