09:05 - 25 Jul, 2026
|
2019-02-20 17:56:52, 1175 ნახვა
პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში პატრიკ ფრანცენთან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქართულ-შვეიცარიული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ახალი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას სხვადასხვა სექტორში, თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და პროფესიული განათლების სფეროებში. შეხვედრის დასასრულს,მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, მაქსიმალური წვლილი შეიტანონ ქართულ-შვეიცარიული თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)