|
2019-02-20 16:02:59, 1204 ნახვა
პოლიტიკა
ჭიჭინაძე - კობახიძე ბედნიერია - მოახერხა ივანიშვილის დარწმუნება, მოსამართლეების თემა შეჩერებულიყო
„კობახიძე ეტყობა იმიტომ არის ბედნიერი, რომ მოახერხა ივანიშვილის დარწმუნება, მოსამართლეების თემა შეჩერებულიყო“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. დეპუტატი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც უმრავლესობა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. „პოლიტსაბჭოს განცხადებები ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა და თან ერთმანეთის გამომრიცხავიც არის, აქედან გამომდინარე დღეს პირდაპირ უარი ეთქვა ასე, რომ ვთქვათ ჩვენს ინიციატივას და არ მგონია ხვალ დეპუტატებმა მხარი დაუჭირონ. ძალიან საინტერესოა უბრალოდ ხალხს ვინ ეტყვის უარს და შემდეგ ის პროექტი, რომელსაც ესენი ამზადებენ, რომ იტყვიან მზურნველობით ხალხზე და სამართლიან სასამართლოზე და თუ გავიხსენებთ მათ წინა განცხადებას, გარკვეულწილად პოლიტსაბჭოში გაორებები ემართებათ. ბიძინა ივანიშვილის გარეშე რა თქმა უნდა ეს არ მოხდებოდა და კობახიძე ეტყობა იმიტომ არის ბედნიერი, რომ მოახერხა მისი დარწმუნება, რომ ეს კანონი უნდა შეჩერებულიყო“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)