|
2019-02-19 18:00:40, 1242 ნახვა
პოლიტიკა
ქაცარავა - უსაფრთხოების საბჭოსთან ერთად ჰიბრიდულ საფრთხეებსა და დეზინფორმაციაზე ვიმუშავებთ
„ვგეგმავთ, რომ კოორდინირებულად ვიმუშაოვოთ საბჭოსთან ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ჰიბრიდული საფრთხეები და დეზინფორმაცია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო ქაცარავამ განაცხადა. მისი თქმით, დღეს, საგარეო საქმეთა კომიტეტში, 2019 წელს განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა შემუშავდა. „დღეს დავამტკიცეთ ჩვენი კომიტეტის 2019 წლის სამოქმედო გეგმა. კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პირველად იქნა შემუშავებული და რაც მთავარია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომიტეტის აქტივობა ამ გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა. წელს ვგეგმავთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის გაძლიერებაზე, რაც გულისხმობს რეგულარული მოსმენების ჩატარებას საგარეო პოლიტიკის თემატურ მიმართულებებზე, რაზეც საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესი იკვეთება. ასევე, დიდი ყურადღება დაეთმობა სტრატეგიულ კომუნიკაციებს, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და პრეზიდენტთან კოორდინაციის გააქტიურებას და მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომლის შექმნის საკანონმდებლო პაკეტს დღეს ვუყარეთ კენჭი პირველი მოსმენით. ვგეგმავთ, რომ კოორდინირებულად ვიმუშაოვოთ საბჭოსთან ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ჰიბრიდული საფრთხეები და დეზინფორმაცია“, - აღნიშნა სოფო ქაცარავამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)