|
2019-02-19 17:31:49, 1291 ნახვა
საზოგადოება
„ჩემი ადვოკატი“ მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის ათ სახლს დგამს
თბილისის მერიის ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატი“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივას უერთდება და მოწოდებით, „ძაღლებსაც აქვთ უფლება“, მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის ათი სახლს დგამს. ხის სახლები ორგანიზაციის თანამშრომლებმა საკუთარი შემოსავლებით შეისყიდეს და თითოეულ მათგანზე დატანილია ტექსტი: „ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით“. ღონისძიების მიზანია ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხელი შეუწყოს მოსახლეობის სამართლებრივი ინფორმირებულობის ზრდას. ხის სახლები სხვადასხვა ადგილზე ეტაპობრივად განთავსდება. როგორც „ჩემი ადვოკატის“ დირექტორი მარინა ბერაძე აცხადებს, 2018 წლის განმავლობაში ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობდა ცხოველთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციასთან, ასევე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან და სამართლებრივ დახმარებას უწევდა როგორც ცხოველთა მიმკედლებლებსა და პატრონებს, ისე სხვა ფიზიკურ პირებს. მისი თქმით, ეს პროცესი 2019 წელს კიდევ უფრო აქტიურად წარიმართება.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)