|
2019-02-19 16:41:05, 1095 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: გეოგაპი კარგი სასოფლო-სამეურნეო საერთაშორისო პრაქტიკის ქართული ანალოგია
„საქართველოს კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის“ (გეოგაპი) სერტიფიცირების სისტემის აღიარებისა და განვითარების მხარდაჭერის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ. „ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ ფერმერულ ორგანიზაციებთან. მათ შორის, ფერმერთა ასოციაციასთან. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა სოფლის მეურნეობის განვითარებაში. „გეოგაპი“ კარგი სასოფლო-სამეურნეო საერთაშორისო პრაქტიკის ქართული ანალოგია, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ქართული ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ნინო ზამბახიძემ კეთილსინდისიერი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება სამინისტროსთან თანამშრომლობით, ხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის საკითხზე გაამახვილა. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, პიტერ ვიბლერის განცხადებით, USAID ამაყობს აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერით, რომლის ფარგლებშიც, ქართველ ფერმერებს კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების და მათი საერთაშორისო ბაზრებზე გატანის შესაძლებლობა ექნებათ. აღნიშნული ინიციატივა, ფერმერთა ასოციაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის „ზრდა“ ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიებას შესაბამისი სამთავრობო უწყებების, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)