|
2019-02-19 16:36:56, 999 ნახვა
საზოგადოება
ფონიჭალის მოსახლეობა კიდევ ერთი თანამედროვე სკვერით ისარგებლებს
კრწანისის რაიონის გამგეობამ რუსთავის გზატკეცილის N267-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. დასასვენებელი სივრცე 3 070 კვ.მ-ზე განთავსდება და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება. პროექტის ფარგლებში, სკვერის შიდა პერიმეტრი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა საბავშვო გასართობი ზონა. არსებულ ტერიტორიაზე ასევე, განთავსდება წყლის ადაპტირებული შადრევანი. რეკრეაციულ სივრცეში დაიდგმება საბაღე სკამები და დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. სკვერი თანამედროვე ინვენტარითა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურით აღიჭურვება. სკვერის მიმდებარედ, ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნის გათვალისწინებით, მოეწყობა პარკინგი. სკვერი გამწვანდება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარით. „რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გასულ წელს სამი ინოვაციური სკვერი მოვაწყვეთ, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. მიმდინარე წელს კრწანისის ტერიტორიაზე არაერთი სკვერის მოწყობა იგეგმება“, - განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ. გასულ წელს სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია კრწანისის რაიონში 11 მისამართზე განხორციელდა. აქედან სამ მისამართზე - ზემო ფონიჭალაში, გრიშაშვილის ქუჩასა და ქვემო ფონიჭალაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)