|
2019-02-19 11:54:38, 968 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ თბილისის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. თბილისის მერმა სტუდენტებს, როგორც მერიის მიერ დაგეგმილ ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობა, ასევე, მათივე ინიციატივების წარდგენა შესთავაზა. „დედაქალაქის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა მიმართულებით გარკვეულ თანხებს ხარჯავს. თუმცა ჩვენ გვინდა უფრო ეფექტურები ვიყოთ, ეს თანხები სწორად დაიხარჯოს. მზად ვართ იმისთვის, რომ ამ ყველაფერში თქვენი ჩართულობა უზრუნველვყოთ, წარმოვადგინოთ პროექტები, რომელიც საინტერესო იქნება ახალგაზრდებისთვის, ქალაქის განვითარებისთვის. ახალგაზრდების როლი და ჩართულობა, პირადად ჩემთვის, ქალაქისთვის, ჩვენი გუნდისთვის, მთავრობისთვის, არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ ახალგაზრდებში, დიდ რესურსს, რომელიც სწორად და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა იქნას გამოყენებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეხვედრას 24 უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ესწრებოდა.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)