|
2019-02-19 11:29:06, 907 ნახვა
საზოგადოება
ქართველი სტუდენტების 39.8%-ის აზრით, მათ მშობლებს საშუალო ფინანსური მდგომარეობა აქვთ
IPM-ის კვლევის თანახმად, ქართველი სტუდენტების 36,9% მიიჩნევს, რომ მათ მშობლებს (ძალიან) კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვთ, 39,8%-ის აზრით საშუალო, ხოლო 23,4%-ის შეფასებით (ძალიან) ცუდი. საერთაშორისო კვლევა ევროსტუდენტის მიხედვით, ევროპის ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებში ჩატარდა, რომელშიც ქართველი სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. გამოკითხულმა სტუდენტებმა უპასუხეს კითხვებს მშობლების განათლების და ფინანსური სტატუსის შესახებ. აღმოჩნდა, რომ 30-მდე ქვეყანას შორის, ქართველი სტუდენტები მხოლოდ გერმანიას ჩამოუვარდებიან მშობლების უმაღლესი განათლების მაჩვენებლით. ქართველი სტუდენტების 66,4%-ის ერთ-ერთ მშობელს მაინც აქვს უმაღლესი განათლება. სქესის მიხედვით ქართველი სტუდენტების მშობლების საგანმანათლებლო სტატუსის ანალიზი აჩვენებს, რომ უფრო მეტად მამებს აქვთ უმაღლესი განათლება (57,4%), ვიდრე დედებს (52,7%). სტუდენტებმა შეაფასეს მშობლების ფინანსური სტატუსიც. მათი შეფასებით, მშობლების 36,9%-ს აქვს კარგი ან ძალიან კარგი ფინანსური მდგომარეობა, რაც საკმაოდ მაღალი შეფასებაა დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით. ქართველ სტუდენტებთან შედარებით, ნაკლები სტუდენტი აფასებს მშობლების ფინანსურ მდგომარეობას, როგორც „კარგს“ ან „ძალიან კარგს“ ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა: გერმანია (26,3%), დანია (34,2%), ირლანდია (24,8%) და სხვა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)