|
2019-02-18 15:49:32, 3296 ნახვა
საზოგადოება
დევნილებისთვის კომპენსაციის გაცემა შეფერხებულია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დევნილებისთვის კომპენსაციის გაცემას აგვიანებს. როგორც „ექსპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაშლის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეერთებული უწყება, მოვალეობების შესრულებას ვერ აუდის. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის. პროექტის ფარგლებში, კომისია განიხილავს იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მინიმუმ 3,5 ქულა. თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება. გარდა ამისა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დევნილთა ბინით ან ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილება ხდება. „ექსპრესნიუსი“ დაუკავშირდა რამდენიმე დევნილს, რომლებსაც კომპენსაციის განაცხადი დაკმაყოფილებული აქვთ, მაგრამ თანხა დღემდე არ ჩარიცხვიათ. კომპენსაციის განაცხადის დაკმაყოფილება ხდება ქულათა სისტემით. განაცხადი, ასობით დევნილს აქვს გაკეთებული თუმცა, მათი განცხადებების განხილვა და ქულების მინიჭება არ ხდება. ირაკლი ძაგნიძემ „ექსპრესნიუსს“ უთხრა, რომ მისი კომპენსაციის განაცხადი, სამინისტროს გაუქმებამდე დაკმაყოფილდა თუმცა, თანხის გადახდამდე, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულთა საკითხი ჯანდაცვის სამინისტრომ მიიერთა და რამდენიმე თვეა, კომპენსაციას უშედეგოდ ელოდება. „სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ავარჩიე სასურველი ბინა თბილისის ტერიტორიაზე, თანადაფინანსებით შევუთანხმდით, ბინის მეპატრონეს და სანამ თანხა გადმომერიცხებოდა სამინისტრო გაუქმდა. ჯანდაცვის სამინისტრო კი ოთხი თვეა მაწვალებს, ყოველ კვირაში მეუბნებიან, რომ თანხა ჩაირიცხება“ - უთხრა ძაგნიძემ „ექსპრესნიუსს“. თანადაფინანსებით კომპენსაციის დაგვიანებაზე სხვა დევნილებიც საუბრობენ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, მურად აბლოთია „ექსპრესნიუსთან“ საუბარში არ უარყოფს იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეერთების შემდეგ დევნილების მიმართულებით პრობლემები არსებობს. „დაგვიანება პრაქტიკულად არ ხდება, თუმცა უწყება ფორმირების პროცესშია და შესაძლოა ხარვეზები იყოს“, - განაცხადა აბლოთიამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)