|
2019-02-18 11:34:59, 913 ნახვა
საზოგადოება
მეუფე დანიელი: მარგეველაშვილმა დეკანოზის შეწყალება ითხოვა, საპატრიარქო თანახმა იყო, ხელისუფლებამ თავი შეიკავა
მარგეველაშვილმა ითხოვა დეკანოზ მამალაძის შეწყალება, საპატრიარქო თანახმა იყო, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა, - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა განაცხადა. მეუფე დანიელი ამბობს, რომ მამა გიორგი მამალაძე მის მხარდამჭერებს ვერ აკონტროლებს. „დეკანოზ მამალაძის გარშემომყოფი პირები ცოტა არათანმიმდევრული არიან და შეიძლება ეს არ არის ყოველთვის მისი სურვილი, ის ვერ მართავს იმ პროცესებს, რომელიც ხდება მისი გარემოცვისგან იმიტომ, რომ ის ფაქტიურად ციხეშია და ეს ადამიანები მოქმედებენ და მე მგონი, მათ მოქმედებაში არის ელემენტარული შეცდომები ჩემი და ეკლესიის პოზიცია ასეთია - როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა შეწყალებას, ეკლესია მზად იყო და რასაკვირველია, მიესალმებოდა. რასაკვირველია, ეკლესია ახლაც იგივე პოზიციაზე დგას და თუ ეს მოხერხდება, ამის წინააღმდეგი არ იქნება. პირიქით, ეკლესია არის ის, ვინც ასეთ შეწყალებაში მონაწილეობს. მე როგორც ვიცი, პრეზიდენტმა შეწყალება ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა, ასე ვიცი, თუმცა, შეიძლება, ზუსტი არ არის“, - აღნიშნა მეუფე დანიელმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)