|
2019-02-16 16:04:15, 1262 ნახვა
საზოგადოება
„ილოცონ, ჩემი ძმა გადარჩეს, თორემ ყველაფერს ნათელი მოეფინება“ - თორნიკე მამალაძე საპატრიარქოს ადანაშაულებს
ე.წ. ციანის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საპატრიარქოს აკისრებს. თორნიკე მამალაძემ ძმა კლინიკაში მოინახულა და აღნიშნა, რომ დეკანოზის მდგომარეობა მძიმეა. „ჩემი ძმის ამ მდგომარეობას ვაკისრებ საქართველოს საპატრიარქოს და თავის ხელმძღვანელობას, რადგან თვითონ ფიქრობენ, რომ ჩემი ძმის გარდაცვალების შემთხვევაში, ის ინფორმაციები, რასაც ჩემი ძმა ფლობს, მასთან ერთად მოკვდება. ძალიან ცდებიან, რადგანაც ჩემი ძმისგან გამოგზავნილი წერილები მაქვს, სადაც დეტალურად არის აღწერილი და ილოცონ, რომ ჩემი ძმა სიკვდილს გადაურჩეს, რადგანაც, თუკი რაიმე მოუვა, მეორე დღესვე ნათელი მოეფინება ყველაფერს“, - განაცხადა მამალაძემ. ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის მარინა გელანტიას ინფორმაციით, მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)