21:01 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 15:04:40, 481 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ღიბრაძის ინფორმაციით, ზოოპარკიდან დაკარგული მტაცებელი ცხოველები ჯერ-ჯერობით არ უპოვიათ

სტიქიის დროს ზოოპარკიდან დაკარგული მტაცებელი ცხოველები ჯერ–ჯერობით ნაპოვნი არ არის.

ამის შესახებ კრიზისებისა და მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„დაკარგული ცხოველების შესახებ მერიიდან და შსს–დან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქში ამ მომენტისთვის ჯერჯერობით არ არის ნაპოვნი არც ერთი მტაცებელი ცხოველი. ზოოპარკის ტერიტორიაზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, რომელიც ადგილზე ახდენს ჩასატარებელი სამუშაოების შეფასებას“, – აღნიშნა ღიბრაძემ.

ცნობისთვის, ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით,  ზოოპარკიდან დაკარგულია კიდევ ერთი ვეფხვი და აფთარი.

მისივე თქმით, გაურკვეველია ორივე დაკარგული ცხოველი, ცოცხალია თუ მკვდარი. თუმცა, ზოოპარკის დირექტორი ირწმუნება, რომ აფთარი ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics