|
2019-02-15 19:16:48, 1229 ნახვა
საზოგადოება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 100 წლისთავთან დაკავშირებით, ეროვნულ არქივში გამოფენა გაიხსნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გაიხსნა გამოფენა, რომელიც ზუსტად 100 წლის წინათ საქართველოში ჩატარებულ პირველ საყოველთაო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს შეეხება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნულ არქივში დაცული მასალა, რომელიც თვითმმართველობის პირველი არჩევნებს ასახავს: საარჩევნო სიებისა და ბიულეტენების ნიმუშები, მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკის ამსახველი დოკუმენტები, ამავე პერიოდის საგაზეთო მასალები, ფოტოები და სხვა. გამოფენის პარალელურად გაიმართება ფილმის - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რამდენიმე დღის კინოქრონიკა" (ავტორი ნინო ნატროშვილი, რეჟისორი ანდრო ჭიაურელი) - ჩვენება და ისტორიკოს დავით ლოსაბერიძის ნაშრომის - „ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ" - პრეზენტაცია. ღონისძიება იმართება გერმანია-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. გამოფენის კურატორები არიან ისტორიკოსები: დავით ლოსაბერიძე, ირაკლი ხვადაგიანი და ირაკლი ირემაძე. გამოფენა გაგრძელდება 21 თებერვლის ჩათვლით. დასწრება თავისუფალია.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)