|
2019-02-15 10:35:53, 1016 ნახვა
საზოგადოება
გოცირიძე: სებ-ის პრეზიდენტი და მისი ორივე მოადგილე უნდა გადადგეს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი ორივე მოადგილე უნდა გადადგეს. როგორც გოცირიძემ Facebook-ის დაკუთარ გვერდზე წერს, სებ-ის გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკური დევნისკენ არის მიმართული. "ეროვნული ბანკის მოთხოვნა თერთმეტი წლის წინანდელი დარღვევისათვის ტი-ბი-სი ბანკის მმართველობიდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ჩამოცილების შესახებ, არის პოლიტიკური დევნა. მანამდე, ივანიშვილის დავალებით ეროვნული ბანკი აიძულებდა მათ ბანკში წილის დათმობას და პრობლემის ”მშვიდობიანად” მოგვარებას. ივანიშვილმა გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი. შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა. გარდა ამისა, როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის 2-თვიანი ვადა მიეცა. აღნიშნულთან დაკავშირებით, „თიბისი ბანკში“ განაცხადეს, რომ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად მათ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებენ და სასამართლო დავას გააგრძელებენ. სებ-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თავად მამუკა ხაზარაძეც. განცხადება იხილეთ აქ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)