|
2019-02-14 19:38:24, 1259 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, მიუნხენს 15-17 თებერვალს ეწვევა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა რამდენიმე თემატურ დისკუსიაზე, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და ნატოს უკავშირდება. ასევე, დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის კოლეგებთან და კონფერენციაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იმყოფებიან. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ძირითადი საკითხები წელს ევროკავშირის გაძლიერება და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობაა. კონფერენციის ფარგლებში დისკუსია ასევე შეეხება შეიარაღების კონტროლის საკითხებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, ვაჭრობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების შესაძლო გადაკვეთის წერტილებს, ისევე, როგორც კლიმატის ცვლილების ეფექტსა და ტექნოლოგიური ინოვაციების გავლენას საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. მიუნხენის კონფერენციაზე წელს მსოფლიო ლიდერების უპრეცედენტო რაოდენობას ელოდებიან. კონფერენციაში 35-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 50 ქვეყნის საგარეო საქმეთა და 30 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მიიღებს მონაწილეობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)