|
2019-02-14 18:39:37, 1641 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შევიდა
საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას 2018 წლის 28 ივნისს, ჰონგ კონგში „ერთი სარტყელი - ერთი გზის" სამიტის ფარგლებში მოეწერა ხელი. შეთანხმების მიზანია საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგ კონგს შორის საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა. მხარეთა შორის ახალი თაობის შეთანხმება ასევე ფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები და სხვა. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჰონგ კონგმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა. შეთანხმება გაზრდის საქართველოსა და არსებული ბიზნეს კლიმატის შესახებ ცნობადობას და ხელს შეუწყობს ჰონგ კონგსა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადების გაზრდას. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჰონგ კონგი ატარებს `ღია ეკონომიკურ პოლიტიკას~ და წარმოადგენს ერთ - ერთ უმსხვილეს საკვანძო სატრანზიტო საფინანსო, საერთაშორისო ცენტრს. წარმოდგენილი შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას მხარეებს შორის და ქართველ მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ საკუთარი პროდუქტი და მომსახურება 7 მილიონიან მაღალ მსყიდველობისუნარიან სამომხმარებლო ბაზარს.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)