|
2019-02-13 14:16:23, 915 ნახვა
საზოგადოება
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი საკრებულოს უფლებამოსილების მოხსნის თხოვნით მიმართავს
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი საკრებულოს გადადგომის თხოვნით მიმართავს. როგორც აბაზოვმა აღნიშნა, მას სასამართლო პროცესის მსვლელობის პარალულურად არ სურს, მერის პოსტი ეკავოს. „მე ვრჩები პარტიაში, როგორც ვიყავი, უბრალოდ ამ პერიოდში ვფიქრობ, რომ არ იქნება მიზანშეწონილი ასეთი ბრალდებით, ასეთი ბინძური პროვოკაციის შემდეგ, გავაგრძელო იგივე თანამდებობაზე მუშაობა. ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, სადაც არანაირი სამხილი და ფაქტები არ არსებობს, რომ მე ვიღებდი მონაწილეობას და რამე გამეკეთებინოს. დღესაც კი არ არის იმის ფაქტი, რომ იქ რა სითხე იყო. დღესაც კი არ აქვს პროკურატურას პასუხი, რა სითხე იყოს ის სითხე“, - განაცხადა აბაზოვმა. ცნობისთვის, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ საკრებულო რამდენიმე დღეში იმსჯელებს. შეგახსენებთ, პროკურატურამ 2018 წლის 13 ივნისს დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა. გასული წლის 13 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)