05:17 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-12 15:37:39, 1501 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 17-19 თებერვალს სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვევა.

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება.

გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართება იუნესკო-ს გენერალურ მდივანთან და სენატის პრეზიდენტთან. დაგეგმილია პრეზიდენტის ინტერვიუები „ფრანს 24“-თან, „ლე მონდთან“ და სხვა მედიასაშუალებებთან.

საფრანგეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ (20-21 თებერვალს) სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში ჩავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics