05:17 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-12 15:26:13, 1325 ნახვა

პოლიტიკა
გოგიჩაიშვილი - ვერ დავუშვებთ, რომ იურიდიული კომიტეტი ცოტა ხანში იუსტიციის საბჭოს ფილიალი იყოს

 „რისიც გვეშინოდა, შეიძლება ცოტა ხანში ეს რეალობა დადგეს, რომ იურიდიული კომიტეტი ცოტა ხანში იუსტიციის საბჭოს ფილიალი იყოს, ამას ჩვენ არ დავუშვებთ“ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, იურიდიული კომიტეტი არ უნდა  მოხვდეს იუსტიციის საბჭოს ხელში.

„რა მოცემულობაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, ვინ არის, ვინ არ არის, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის მთავარი პოლიტიკური ორგანო და ამ მთავარი პოლიტიკური ორგანოს მთავარი მექანიზმი, იურიდიული კომიტეტი, ჩვენ ვერ ჩავაგდებთ ამ მექანიზმს იუსტიციის საბჭოს ხელში. ჩვენ კი არ უნდა გვეჯიბრებოდნენ, შეასრულონ ის დაკვეთა, რაც არის საზოგადოებაში, ეს დაკვეთა უნდა შესრულდეს. ჩვენთან ჯიბრი არავისთვის კარგად არ დამთავრდება“, - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics