|
2019-02-12 13:32:06, 848 ნახვა
საზოგადოება
პროექტს „წერილები ჯარისკაცებს“ იუნკერთა სახელობის 52-ე სკოლამ უმასპინძლა
„როდის გადაწყვიტეთ ჯარისკაცები გამხდარიყავით? ძნელია თუ არა ოჯახებიდან და სამშობლოდან შორს ყოფნა? საქართველოსთვის თავს თუ გაწირავდით?...“ - და კიდევ ბევრი მსგავსი შეკითხვა დაუსვეს ბავშვებმა სამხედრო მოსამსახურეებს პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში. ამჯერად პროექტს თბილისის ქართველ იუნკერთა სახელობის 52-ე საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა უმასპინძლეს და საქართველოს თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელებისთვის დაწერილი წერილები გადასცეს. სკოლიდანვე განხორციელდა ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზაზე დისლოცირებული IV მექანიზებული ბრიგადის ასეულის სამხედროებთან ბავშვების ტელეხიდით ჩართვა. ამ ეტაპზე ავღანეთში 2400 წერილი იგზავნება, რომელიც დანაშაულის პრევენციის ცენტრმა საქართველოს მასშტაბით 7 ქალაქის - თბილისი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, გურჯაანი, ყვარელი, 50 სკოლიდან შეაგროვა. „წერილები ჯარისკაცებს" თავდაცვის, იუსტიციისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. პროგრამის შესახებ სკოლების ინფორმირებას, IV-V კლასების მოსწავლეთა ჩართულობასა და წერილების შეგროვებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ უზრუნველყოფს. მოსწავლეები წერილებს საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებს უგზავნიან და მათგან საპასუხო ბარათებს იღებენ. პროექტის მიზანია სამშობლოდან შორს მყოფი ქართველი სამხედროებისთვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვა.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)