|
2019-02-12 12:56:28, 1235 ნახვა
პოლიტიკა
მელია - თუ გახარიამ არ დაარტყა ჩაქუჩი, მავთულმიბმული მოსამართლეც კი ვერ გაბედავს კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას
„თუ გახარიამ ანაფორა არ გადაიცვა და არ დაარტყა ჩაქუჩი, ყველაზე მავთულმიბმული მოსამართლეც კი ვერ გაბედავს კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გურჯაანის სასამართლოში ენმ-ს წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესის დაწყების წინ განაცხადა. "კირკიტაძე ამან დააპატიმრა იგივე მოსამართლემ და დაეყრდნო რას, რომ კირკიტაძეზე მიმდინარეობსო სხვა სისხლის სამართლის საქმეო და იქო ერთხელო გირაო შეფარდებული აქვსო და მეორეჯერ გირაოს ხომ ვერ გამოვიყენებო?! აქედან გამომდინარე, უნდა გავუშვათ ციხეშიო. იმ საქმეზე ბატონი კირკიტაძე გამართლდა, შესაბამისად, აღარ არსებობს არანაირი საფუძველი და ნუ ახლა თუ გახარია შემოიპარა უშუალოდ და ანაფორა არ გადაიცვა და არ დაარტყა ესე ჩაქუჩი, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ყველაზე მავთულმიბმული მოსამართლეც კი აღმასრულებელი ხელისუფლებათა ვერ გაბედავს კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას“, - აღნიშნა მელიამ. ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დავით კირკიტაძის გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)