03:09 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-12 12:44:36, 1417 ნახვა

სამართალი
ადვოკატი დავით კირკიტაძის გათავისუფლებას მოითხოვს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძისა და ვალერი გუსაევის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. დღესვე გადაისინჯება კირკიტაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება.

როგორც ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, იგი დღეს მოითხოვს რომ კირკიტაძეს პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.

„ჩვენ მოვითხოვთ დღეს გაუქმდეს პატიმრობა და იგი გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან“, - ამის შესახებ ენს-მ წევრის, დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ დაცვის მხარე სასამართლოს მივაწვდით უმნიშვნელოვანეს ახალ მტკიცებულებებს და ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ნულოვანს გახდის შანსს, რომ მის მიმართ ძალაში დარჩეს შერჩეული აღკვეთის ღონისძიება. ჩენ მოვითხოვთ დღეს შეცვლილი, გაუქმებულ იქნას პატიმრობა, იგი გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას მისცემს ახალ ფაქტობრივ გარემოებს და გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, დავით კირკიტაძე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს კახეთში, ველისციხეში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დააკავეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics