|
2019-02-11 17:25:06, 1442 ნახვა
პოლიტიკა
დეპუტატი გია ლომია „ეროვნული ინტერესების“ დამცველი ომბუდსმენის შექმნის ინიციატივით გამოდის
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრ გიორგი ლომია სახალხო დამცველის აპარატის მუშაობით უკმაყოფილოა. როგორც მან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, მოქმედმა ომბუდსმენმა პრიორიტეტად სექსუალური უმცირესობების დაცვა დაასახელა, რაც დეპუტატის შეფასებით, არასწორია. ლომია ინიციატივით გამოდის, რომ კიდევ ერთი ომბუდსმენის აპარატი შეიქმნას, რომელიც „ეროვნულ ინტერესებს“ დაიცავს. „ჩვენ ავირჩიეთ ომბუდსმენი და სამწუხაროდ, ომბუდსმენის არჩევა მოხდა იმის შემდეგ, რაც პარლამენტში გვეწვია მაშინდელი ამერიკის ელჩი. იყო თათბირი უმრავლესობაში და აირჩიეს ომბუდსმენად ქალბატონი ნინო. მისი პირველი განცხადება იყო ის, რომ მისთვის პრიორიტეტი იქნება სექსუალური უმცირესობების დაცვა. არადა ამ ქვეყანაში უამრავი პრიორიტეტია და ნამდვილად პრიორიტეტად სექსუალური უმცირესობების დაცვა არ უნდა დააყენოს ომბუდსმენმა, რომელიც ყველას დამცველია. მე შემოვდივარ ინიციატივით, რომ შეიქმნას საქართველოში ეროვნული ინტერესების დამცველი, ანუ ომბუდსმენი, რომელიც დაიცავს ეროვნულ ინტერესებს. შეიქმნას ასეთი ინსტიტუტი, რომელიც დაიცავს ჩვენს ისტორიას, ადათ-წესს, კულტურას. გაცილებით მეტი სიკეთე მოაქვს ამ ინსტიტუტს, ვიდრე იმ ომბუდსმენს, რომელიც აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტი სექსუალური უმცირესობების დაცვაა“, - განაცხადა გიორგი ლომიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)