|
2019-02-11 16:10:10, 1536 ნახვა
პოლიტიკა
ხუხაშვილი ლიეჟში მომხდარ ინციდენტზე - „ოცნებაში“ არიან ადამიანები, რომლებსაც მიშას ჩრდილის ეშინიათ
„ქართული ოცნების“ ელიტაში დღეს არიან ადამიანები, რომლებსაც მიშას ჩრდილის ეშინოდათ მაშინაც როდესაც ის ხელისუფლებაში იყო და დღესაც ეშინიათ“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი, გია ხუხაშვილი გუშინ ლიეჟში განვითარებულ მოვლენებს. მისივე თქმით, საზოგადოებამ იხილა კადრები და ის ზუსტად ასახავს იმ ხარისხს, რა ხარისხის ხელისუფლებაც ქვეყანას ჰყავს. „ჯერ ეს ერთი ისტერიული შიშის აქვს გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნების“ ელიტაში დღეს არიან ადამიანები, რომლებსაც მიშას ჩრდილის ეშინოდათ მაშინაც როდესაც ის ხელისუფლებაში იყო და დღესაც ეშინიათ. ირაციონალური მომენტი, ირაციონალური მოტივაცია მათ აქვთ. ეს კომიკური კადრები რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ იგივე დავუშვათ ლიეჟშიც, რომ სახეს მალავენ ვიღაცეები და გარბიან ხო... ძალიან სამარცხვინო და უხარისხოა ეს ყველაფერი. რა ხარისხის ხელისუფლებაც არის, იმ ხარისხით ასრულებენ ყველაფერს. რეალურად, სამწუხაროდ ეს არის რაღაც ოჯახურ გარჩევას ემსგავსება. ანუ ორი პოლიტიკური ძალა იბრძვის მემკვიდრეობისთვის. ანუ კოლექტიური მურუსიძისთვის. ვინ იქნება მურუსიძის პატრონი ეს არის მთავარი გასარჩევი. ეს არის მთავარი გასარჩევი. ბრძოლა ძალაუფლებისთვის და არა ქართული სახელმწიფოსთვის და მისი მომავლისთვის“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)