10:52 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-07 14:34:55, 1116 ნახვა

საზოგადოება
ეკოტურიზმი ლატვიელი ვიზიტორების ყურადღების ცენტრშია

რიგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Balttour 2019” საქართველო ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბალტიისპირეთის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ გამოფენაზე რეგიონს პოპულარიზაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინიტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად უწევდა.

აჭარის კუთხესთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს გაცნობოდნენ. მათმა უმრავლესობამ განსაკუთრებული ინტერესი ეკოტურიზმის, ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებით გამოხატა.  გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ასევე გამართეს საქმიანი შეხვედრები ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან მიმდინარე წელს ლატვიაში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის მიზნით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს პოპულარიზაციას ლატვიაში 2017 წლიდან ანხორციელებს.

წელს, „Balttour 2019” წელს ვიზიტორების განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩეოდა. სამი დღის განმავლობაში მას ჯამში 28,050 ვიზიტორი დაესწრო. საქართველოს სტენდი გამოფენაზე ლატვიაში საქართველოს ელჩმა და საელჩოს წარმომადგენლებმა მოინახულეს. 
 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics