|
2019-02-07 13:32:08, 1199 ნახვა
საზოგადოება
სამხატვრო კონკურსი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისგან“
თუ ხარ პროფესიონალი ან დამწყები მხატვარი და მიგაჩნიათ, რომ თანამედროვე მსოფლიო ენერგეტიკის დარგის განვითარების გარეშე არ არსებობს, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა! გაიცანი ჩვენი კომპანია (www.gse.com.ge) და ჩაერთე კონკურსში „ჩვენ მოგვაქვს თქვენთან სინათლე“! „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აცხადებს თემატურ, სამხატვრო კონკურსს კომპანიის სლოგანის/გზავნილის თემაზე „ჩვენ მოგვაქვს თქვენთან სინათლე“, რომლის ფარგლებში გამოვლინდება ორი გამარჯვებული. კონკურსის საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს კომპანიის გუნდი, მეორე ადგილის მფლობელს კი Facebook მომხმარებელი შეარჩევს მოწონებების საშუალებით. გამარჯვებულებს გადაეცემათ 1000-ლარიანი სასაჩუქრე ბარათები. კონკურსის პირობები! Ø კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პროფესიონალ, დამწყებ თუ თვითნასწავლ მხატვარს; Ø საკონკურსო ნახატი უნდა ეხმიანებოდეს ენერგეტიკის თემას. ნახატზე უნდა ფიგურირებდეს ქვესადგური ან გადამცემი ხაზი ან ელექტროგადამცემი ანძა; Ø ნახატი უნდა შეიქმნას კონკურსის ფარგლებში. ზომა არანაკლებ 30X45 სმ-ისა; Ø კონკურსანტებმა შექმნილი ნამუშევრები უნდა მოიტანონ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში (თბილისი; ბარათაშვილის ქ. №2) 2019 წლის 7 მარტამდე; Ø ნამუშევრების ფოტოები აიტვირთება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე https://www.facebook.com/electrosystema ა/წ 12 მარტს; Ø გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2019 წლის 20 მარტს. 12 მარტიდან ერთი კვირის განმავლობაში, Facebook მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მოწონებების საშუალებით გამოავლინოს თავისი რჩეული. ყალბი გვერდებით დაფიქსირებული მოწონებები არ ჩაითვლება! კონკურსის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული ნახატები რჩება კომპანიას და მას ექსკლუზიურად ეკუთვნის უფლება, გამოიყენოს ისინი თავისი შეხედულებისამებრ. გისურვებთ წარმატებებს!
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)