|
2019-02-07 13:20:00, 1626 ნახვა
პოლიტიკა
„შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა“ - ეკა ბესელია პარლამენტს ინიციატივით მიმართავს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პარლამენტს სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს. ეკა ბესელია იმედს გამოთქვამს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს მხარს დაუჭერს. „შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა. პარალელურად დავიწყოთ ორგანულ კანონზე მუშაობა და სამართლებრივად მოწესრიგდეს ის ნორმები, რომლებიც მოსამართლეთა დანიშვნას ეხება. ამ ინიციატივას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ინიციატივას ჩვენს კოლეგებს ვთავაზობთ და იმედია რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს“,-განაცადა ეკა ბესელიამ. კანონპროექტს ხელს აწერენ: ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე, ეკა ბესელია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)