10:52 - 16 Aug, 2026
|
2019-02-07 13:14:14, 1036 ნახვა
საზოგადოება
მარჯანიშვილის თეატრში გურანდა გაბუნიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
მარჯანიშვილის თეატრში მსახიობ გურანდა გაბუნიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. თეატრში მსახიობის ოჯახის წევრები, ახლობლები, კოლეგები, ასევე პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან. ცოტა ხნის წინ გურანდა გაბუნიას ოჯახს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიუსამძიმრა. სამოქალაქო პანაშვიდი 15:00 საათამდე გაგრძელდება, შემდეგ კი, მსახიობს დიდუბის პანთეონში, მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ. შეგახსენებთ, გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა. გურანდა გაბუნიას მიღებული აქვს ღირსების ორდენი, იგი ასევე იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი და საქართველოს სახალხო არტისტი. მას 20-მდე ქართულ ფილმში სხვადასხვა როლი აქვს შესრულებული.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)