04:05 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-07 13:15:54, 1310 ნახვა

პოლიტიკა
კაპანაძე - განათლების მინისტრთან ია კერზაიას საქმესა და გამოცდების გაუქმებაზე გვექნება კითხვები

განათლების მინისტრთან ია კერზაიას საქმე, პედაგოგებზე ზეწოლასა და გამოცდების გაუქმებაზე გვექნება კითხვები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ პლენარული სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცნობილია, მინისტრი ერთი საათის განმავლობაში დეპუტატების კითხვებს პლენარულს სესიაზე უპასუხებს შემდეგ კი კომიტეტის სხდომა მთლიანად ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმეს დაეთმობა.

„განათლების მინისტრთან გვექნება რამდენიმე მიმართულებით მწვავე კითხვები, პირველ რიგში, ბუნებრივია, ეს არის ია კერზაიას საქმე. ამასთან დაკავშირებით კითხვები გვექნება პლენარულ სხდომაზე, შემდეგ კი კომიტეტის სხდომა მიეძღვნება ამ საქმის (ია კერზაიას) განხილვას. მეორე მნიშვნელოვანი თემაა, რომ ამ მინისტრის პირობებში განათლების სამინისტროს უკიდურესი პოლიტიზირება მოხდა და რესურს ცენტრები პრაქტიკულად იქცა მასწავლებლებზე ზეწოლის ინსტრუმენტებად და ეს არის დიდი პრობლემა. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის დაანონსებული რეფორმა, რომელიც მარტო გამოცდების გაუქმებას ისახავს მიზნად ყოველგვარი ხედვის გარეშე, როგორ უნდა გაუმჯობესდეს სწავლება სკოლებში, როგორ უნდა შეიცვალოს მისაღები სისტემა უივერსიტეტებში და ასე შემდეგ, ეს არის ძირითადი მიმართულებები, მთავარი ფოკუსი გვექნება ამ სამ თემაზე“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics