|
2019-02-06 16:43:07, 1146 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებზე რეკლამას კომპანია „ალმა“ განათავსებს
დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების უფლება კომპანია „ალმამ“ მოიპოვა, რომელმაც მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, კონკურსში გამარჯვებული კომპანია ტაქსებზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, ლიცენზირებული ტაქსის მფლობელებს გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერებს გასცემს. „ეს პირდაპირ უკავშირდება ტაქსების რეფორმას. იცით, რომ 2019 წლის ოქტომბრიდან ტაქსის ფერი - თეთრი განისაზღვრა. იმისთვის, რომ მძღოლებს, რომელთაც ლიცენზია ექნებათ მიღებული და ტექნიკური ინსპექტირება გავლილი, გარკვეული ხარჯები არ დააწვეთ, გადაღებვის სამუშაოების შესრულების ვალდებულებას კონკურსში გამარჯვებული კომპანია აიღებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. ამასთან, როგორც ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განმარტა, მიმდინარე წლის პირველი მარტიდან, გამარჯვებული კომპანია „ალმა“ ვალდებულების შესრულებას შეუდგება. „კონკურსი ერთი კვირის წინ დასრულდა. გამარჯვებული კომპანია, პირველი მარტიდან, ლიცენზიის მფლობელ ტაქსებზე ორი სახის ვაუჩერის გაცემას უზრუნველყოფს: თეთრ ფერზე გადაღებვისა და ტაქსების ინტერიერის წმენდისას. ჩვენ შევქმენით საკმაოდ ეფექტური და კარგი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, კომპანია ტაქსის მძღოლებისგან თანხებს არ მოითხოვს. ის უბრალოდ მათ სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამას ორი წლის ვადით განათავსებს და ამის სანაცვლოდ, შეღებვის სამუშაოებს შეასრულებს. შეღებვისა და ინტერიერის წმენდის ვაუჩერით სარგებლობის უფლება აქვთ იმ მძღოლებს, რომლებმაც 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით ტაქსით მომსახურების ნებართვა აიღეს. შესაბამისად, პირველი მარტიდან ჩვენ საინფორმაციო კამპანიასაც დავიწყებთ, რომ მოქალაქეებს ინფორმაცია მივაწოდოთ, როგორ უნდა ისარგებლონ ამ ვაუჩერებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვაუჩერით სარგებლობა შეეძლება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, რომელთაც გავლილი ექნებათ სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი მიბმული იყო მეტროსა და ავტობუსებზე რეკლამის განთავსების აუქციონზე. „კონკურსი მივაბით „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კუთვნილი მეტროსა და ავტობუსების შერჩეულ ადგილებზე რეკლამის განთავსების უფლების აუქციონს. საკმაოდ ეფექტური ვაჭრობა შედგა. დაახლოებით, 11 მილიონი ლარიდან დაიწყო და 14 მილიონ ლარს ასცდა. კომპანია „ალმა“ საკმაოდ კვალიფიციური კომპანიაა და ის უკვე მზადაა, რომ პირველი მარტიდან ვალდებულება აიღოს“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)