|
2019-02-06 15:55:21, 1531 ნახვა
პოლიტიკა
„ჯერჯერობით ვშორდებით“ - გოგიჩაიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დატოვებაზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, მას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება გუნდში დარჩენა-არ დარჩენის საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, გოგიჩაიშვილი გადაწყვეტილების დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს. "ყველაზე ფუნდამენტური საკითხი დღეს ისაა, თუ რა მომავალი ექნება სასამართლოს.ასევე რა პოზიცია მექნება სასამართლოს მომავალთან დაკავშირებით მე. როცა ვთქვი პირველად, რომ ეს პროცესი არასწორი იყო, დღემდე ამ აზრზე ვრჩები.მე არ ვეთანხმები ფორმულას, რომ ადრე ბევრი ცუდი აქვთ გაკეთებული და ახლა კარგები გახდნენ. ეს არის ჩემთვის მიუღებელი. მეორე მხარეს ვარ, რომ თუ ადამიანმა ბევრი ცუდი გააკეთა, ის უნდა დაისაჯოს. მე ჩემს თავში გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, როცა საჭიროდ ჩავთვლი მაშინ გავახმოვანებ.მინდა დავინახო ზუსტად, სად დავშორდით და სად ვერთდებით. ჯერჯერობით გუშინდელი განცხადება არის, რომ ვშორდებით", - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)