|
2019-02-06 12:18:13, 708 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლები აშენდება
მუყაოს ე.წ. ოცნების ქალაქის საკითხი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ეკოლოგიისა და უსაფრთხოების პრინციპების გათვალისწინებით გადაწყდა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ვერ შევეგუებით მოქალაქეების ცხოვრებას სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ და დამამცირებელ პირობებში. ამ მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობთ და არ ვზოგავთ ძალისხმევას. სახელმწიფო იღებს ხალხზე პასუხისმგებლობას, მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლის მოცემულ რეალობას და ასობით ადამიანის ყოფას. მუყაოს ე.წ. ოცნების ქალაქში ავაშენებთ საცხოვრებელ კორპუსებს და ოცნების ქალაქი ნამდვილად გადაიქცევა ახდენილი ოცნებების ქალაქად'', - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ ახალი პროექტი ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას ითვალისწინებს. თითოეული მოქალაქის საკითხის ინდივიდუალური შესწავლა შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ ხორციელდება. ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს და გადაწყვეტილებებს სამართლიანობის პრინციპების სრული დაცვით მიიღებს. პროექტის განხორციელებას სახელმწიფო დააფინანსებს. როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის ჯანსაღი ცხოვრების პირობების უზრუნველსაყოფად, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით იქნა მიღებული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)