|
2019-02-06 11:29:34, 1630 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უძღვება. უმრავლესობის წევრების განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი კვლავ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება. როგორც დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, პარტიიდან ვინმეს გარიცხვა არ იგეგმება. „მქონდა მოლოდინი, რომ აღარ იქნებოდა საჭირო მეორე შეხვედრა, მაგრამ როგორც ჩანს არის გარკვეული საკითხები რაზეც საჭიროა შეთანხმება, საუბარი, არგუმენტების და პოზიციების გაზიარება. ვფიქრობ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით. ასევე, საუბარი იქნება გუნდურის წესების თამაშზე, ვფიქრობ ესეც იქნება შედეგიანი. ზოგიერთ ჟურნალისტს მოლოდინი აქვს რომ იმაზე ნაკლები გამოვალთ [შეხვედრიდან] ვიდრე შევალთ. ეს ასე არ იქნება. იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ, თითოეულ გუნდის წევრს აქვს თავისი წილი დამსახურება, ზოგს მეტი ზოგს ნაკლები, მაგრამ მიზანი ერთია, ეს გუნდი არსებობს არა მხოლოდ იმისთვის რომ იყოს გუნდი, არამედ მას აქვს პასუხისმგებლობა ქვეყანაში პროცესებზე აიღოს გააზრებული პასუხისმგებლობა და ქვეყანა წაიყვანოს წინ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)