|
2019-02-05 14:07:53, 1446 ნახვა
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს
"ქართული ოცნების" დეპუტატის გედევან ფოფხაძის განცხადებით, მან შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვას. როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, მისი და უმრავლესობის დანარჩენი წევრების პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა. გარდა ამისა, ის პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას არ ეთანხმება. "საბოლოო გადაწყვეტილებას ჩემს მეგობრებთან ერთად მივიღებ, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ ღირებულებებით ძალიან დავშორდით ერთმანეთს. ეს რეალობაა და ფაქტობრივად ეს ასეც ფიქსირდება უმრავლესობის სხდომებზე, გვაქვს პრინციპული განსხვავებული პოზიცია და შეურიგებლები ვართ იმ ტენდენციებთან რაც სასამართლოსთან მიმართებით ფიქსირდება. მე მჭირდება უფრო მეტი დამოუკიდებლობის ხარისხი, იმისთვის, რომ ხალხთან ბოლომდე გულწრფელად, ღიად ვისაუბრო, რაც ეხება სასამართლო თემას და ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებას. ის რომ განსხვავებული აზრის საჯაროდ თქმა არის არაგუნდური, ჩემთვის მიუღებელია", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)