|
2019-02-05 12:12:08, 1913 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულიამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მარიამ ქვრივიშვილი წარადგინა
საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - მარიამ ქვრივიშვილი ამ თანამდებობაზე კონკურსის შედეგად დაინიშნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი დღეს ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა. მარიამ ქვრივიშვილი 1990 წელს დაიბადა, დამთავრებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (ბაკალავრი) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის მართვა/ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი (MBA, მაგისტრანტი). ქვრივიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ლექტორია, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. „მარიამ ქვრივიშვილს აქვს დიდი სამუშაო გამოცდილება როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. მას აქვს ბაკალავრის და მაგისტრის წოდება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და მართვის მიმართულებით, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ მისი სამუშაო გამოცდილება, განათლება და ხედვები კიდევ უფრო მეტ ენერგიას შესძენს ტურიზმის ადმინისტრაციას და უფრო მეტად დაგვეხმარება, რომ წინ წავწიოთ ჩვენი ეკონომიკის ეს უმნიშვნელოვანესი სეგმენტი" - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი ქობულიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მარიამ ქვრივიშვილს ტურიზმის სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს - 2013 წლიდან ის შპს „ვოიაჟერი"-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, ასევე იყო ავიაკომპანია flydubai რეგიონალური მენეჯერი საქართველოში. 2012-2013 წლებში კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. „ჩემთვის დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან უწყებას. წინ ბევრი გამოწვევაა, რადგან დასახული მიზნები, რომლებიც დაყრდნობილია ეროვნულ პრინციპებზე, საკმაოდ ამბიციურია. მნიშვნელოვანია, რომ მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიებით შევძლოთ და განვავითაროთ ახალი ტურისტული პროდუქტები, შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა, გავხსნათ მეტი ახალი ავიარეისები, რომ ქვეყანაში შემოვიყვანოთ უფრო მეტი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ საქართველოს ჰქონდეს მეტი, დივერსიფიცირებული, სტრატეგიული ბაზარი", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)