|
2019-02-05 11:46:40, 1772 ნახვა
ეკონომიკა
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილია
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურის ნახევარფინალის შედეგები ცნობილია. ექსპერტთა კომისიამ მეორე ეტაპზე გასული ოცდაათი გუნდიდან, კონკურსის ფინალისთვის ცამეტი გუნდი ინტერვიუებისა და პროექტების პრეზენტაციების საფუძველზე შეარჩია. კონკურსის მესამე, ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ გუნდები თბილისის, სენაკის, ქუთაისისა და თელავის სკოლებიდან. ფინალისტებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს, რაც შესაძლებლობას მისცემს გუნდებს, პროექტები განავითარონ და კონკურსის ფინალში დასრულებული სახით წარადგინონ. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი გაზაფხულზე ჩატარდება. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი თიბისის ფინანსური მხარდაჭერით აშშ-ში გაემგზავრება და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი პრიზებით დაჯილდოვდებიან. წელს კონკურსის პარტნიორია თიბისი. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 2014 წლიდან ახორციელებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ნასას კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით. ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინტერესის გამოწვევა და მოტივაციის ამაღლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა (STEM) და ინოვაციების მიმართულებით. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გასული პროექტების სია: 1. აგრიკულტურული მოზაიკური ადიტიური შუქფილტრი აპკი შერჩევითი ფოტოსინთეზისთვის; სკოლა აია-ჯესს, თბილისი 2. ბარნის სმარტ ლაბირინთი; გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია, სკოლა აია-ჯესს, სკოლა პროგრესი, თბილისი, ქუთაისი 3. ესკულაპე; სკოლა აია-ჯესს, წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზია, თბილისი, სენაკი 4. Infrared Camera Drone; 199-ე საჯარო სკოლა, თბილისი 5. მოძრაობის სკანერი; 199-ე საჯარო სკოლა, თბილისი 6. სიმსივნის ლოკალური ლიკვიდაცია ნანორობოტის საშუალებით; 199-ე საჯარო სკოლა, სკოლა აია-ჯესს, თბილისი 7. Cyber Guide; 42-ე საჯარო სკოლა, თბილისი 8. ტრიბოელექტრული ფარდა; 199-ე საჯარო სკოლა, კლასიკური გიმნაზია, IT კოლეჯი, თბილისი 9. უნივერსალური ავზი; 199-ე საჯარო სკოლა, თბილისი 10. უსინათლოსთან გარემოს მაადაპტირებელი სისტემა; 22-ე და 25-ე საჯარო სკოლა, ქუთაისი 11. უცემენტო ბეტონი; ევროპული სკოლა, თელავი 12. Carქესი; ევროპული სკოლა, თბილისი 13. Hand-Held Schlierenoscope - მობილური დეტექტორი და რეტრო რეფლექტორული მოზაიკური ეკრანი; აია-ჯესს, თბილისი
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)