|
2019-02-04 16:04:06, 1636 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია - „პეის ტერმინალის“ პროექტი დაგვეხმარება, კიდევ უფრო გავზარდოთ სატრანზიტო ტვირთების ბრუნვა
„პეის ტერმინალის" პროექტი დაგვეხმარება, კიდევ უფრო გავზარდოთ სატრანზიტო ტვირთების ბრუნვა. საუბარია მშრალ ტვირთებზე, სასუქებზე, რომელიც ცენტრალური აზიიდან წამოვა. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოზე გაიაროს ამ სტრატეგიულმა მარშრუტმა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ „პეის ტერმინალის" პროექტის დაფინანსებაზე ხელშეკრულების ოფიციალური ცერემონიის შემდეგ განაცხადა, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში" გაიმართა. OPIC - ი „პეის ჯგუფის" საზღვაო ტერმინალის მშენებლობის პროექტს ქალაქ ფოთში 50 მლნ აშშ დოლარით დააფინანსებს. პროექტის საერთო ღირებულება 120 მლნ აშშ დოლარია. „საქართველოში გვაქვს ისეთი პოტენციალი, რომ გავხდეთ უფრო ბევრად დიდი სატრანზიტო ტვირთების გამტარებელი ქვეყანა. ამდენად, ჩვენი აზრით დიდი ალბათობით როგორც აღნიშნული პორტისთვის, ასევე ანაკლიის ნავსადგურისთვის ტვირთები საკმარისი იქნება. მთავარია გავზარდოთ ჩვენი დერეფნების კონკურენტუნარიანობა, რაც მხოლოდ პორტებზე არ არის დამოკიდებული. ეს არის კომპლექსური ამოცანა, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ და მოიცავს პორტებსაც, რკინიგზასაც, ჩვენს საზღვრებსაც და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობასაც, რადგან ამ ტვირთებს მხოლოდ ჩვენ არ გადავზიდავთ, პროცესში სხვა ქვეყნების აქტიური ჩართვაცაა აუცილებელი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)