|
2019-02-04 15:43:40, 1372 ნახვა
კომენტარი
ბესელია: კილაძის განცხადება კრიტიკას ვერ უძლებს, ეს მაგალითია როგორ არ უნდა საუბრობდეს უმრავლესობის წევრი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია თანაგუნდელს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძის განცხადებას, არაგუნდურ ქმედებად აფასებს. როგორც ბესელიამ აღნიშნა, კილაძის განცხადება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლევს. „მე ჩამოვთვალე პირველ ეტაპზევე იმ პირთა სავარაუდო წრე, არცთუ ისე დიდია, ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო მოაზრებული. ეს ჩემი შინაგანი განცდაა და არ ვდებ არავის ბრალს და დღეს მოვისმინე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კომენტარი. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ეს კომენტარი. აი, არაგუნდურობის კლასიკური მაგალითი მათივე კომენტარში ნახეთ, როგორ ღიად იცავს მოსამართლეების გუნდს. ეს კომენტარი არის კლასიკა, როგორ არ უნდა საუბრობდეს უმრავლესობის წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს. ადამიანის არასდროს ვუკარგავ სიკეთეს, მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ამ ქვეყნისთვის ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული. ყველას მაგივრად პასუხის მოთხოვნა არასწორია, მაგრამ რაც მისი წილი პასუხისმგებლობა, მე მას ამას პირადად ვეუბნება. ამიტომ, მისი როგორც პარტიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობაა, რომ აი ასეთი შიდა საკითხები, რომელიც გარეთ გამოვიდა, როგორღაც ისე დალაგდეს, რომ სამართლიანი იყოს", - განაცხადა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ დღეს განაცხადა, რომ ეკა ბესელია თავის კომენტარებში, როდესაც წინა ხელისუფლებას ფარული ჩანაწერების გაკეთებას აკისრებს, უდანაშაულობის პრეზუმფცია არღვევს.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)