20:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 16:17:20, 507 ნახვა

პოლიტიკა
ბულგარეთის პრეზიდენტი: მხარს ვუჭერთ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გეგმას, რომელიც საქართველოს გააჩნია

მხარს ვუჭერთ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გეგმას, რომელიც საქართველოს გააჩნია,-ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ბულგარეთის პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ გვსურს,  ქართველმა ხალხმა ივაჭრონ თავისუფლად,  იმოგზაურონ თავისუფლად ევროპის ქვეყნებში. მივესალმები იმ მნიშვნელოვან  პროგრესს, რომელიც საქართველომ ვიზა ლიბერალიზაციის გზაზე განიცადა და რასაც ვიზალიბერალიზაციისკენ  მივყავართ. ორმხრივ დონეზე ჩვენ ვხედავთ სიტუაციის გაუმჯობესებას.გვიხარია, რომ ჩვენი ორმხრივი ვაჭრობა ძლიერდება, თავის საზღვრებს აფართოვებს. ბულგარეთს სურს, გაიზარდოს პოტენციალი როგორც ბათუმის, ისე ფოთის პორტის. მხარს ვუჭერთ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გეგმას, რომელიც საქართველოს გააჩნია. ვუჭერთ მხარს სატრანსპორტო პოტენციალის გაძლიერებას“,-განაცხად ბულგარეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics