|
2019-02-04 12:19:47, 1359 ნახვა
კომენტარი
კილაძე ჩანაწერებზე: ამ საზიზღრობის გავრცელება აწყობდა იმას, ვინც საბოლოოდ მოგებული დარჩა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე ყველა მონაწილე პირი სათანადოდ უნდა დაისაჯოს. თუმცა, როგორც კილაძემ აღნიშნა, მთავარი საკითხი არის იმ პირის დადგენა თუ ვინ იყო კადრების გავრცელების დამკვეთი. გარდა ამისა, კილაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელიაც გააკრიტიკა, რომელმაც კადრების გადაღებაში ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა. კილაძეს თქმით, ამით უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა. "რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ყველაზე მთავარი და ცენტრალური საკითხი არის თუ ვინ იყო ამ ყველაფრის დამკვეთი და ვის ინტერესებში შედიოდა ასეთი საზიზღრობის გავრცელება. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანები, რომლებიც ავრცელებდნენ და რომელთა მეშვეობითაც მოხდა ბევრი სხვა ადამიანისთვის ამ საზიზღრობის მიწოდება, ესეც, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. იმისთვის, რომ მომავალში, თუ კიდევ, ღმერთმა ნუ ქნას და მოხდა მსგავსი რამ, ადამიანებმა უბრალოდ იცოდნენ, რომ ამის გავრცელებაც არის დასჯადი და კონკრეტულ პირებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა, რაც მოახდენს იმის პრევენციას, რომ ასეთი საზიზღრობა და ასეთი ამორალური საქციელი კიდევ სხვამ არ ჩაიდინოს და არ გავრცელდეს. ეკა ბესელიას მინიშნებები პორტირებულებზე და ენმ-ზე, ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის "ბრალდებები" უდანაშაულობის პრეზუმფციის პირდაპირი დარღვევაა და ნამდვილად დისონანსი შემოაქვს გუნდში. ასე ხელაღებით ამის ადამიანებისთვის დაბრალება, ვფიქრობ, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია. მე მაქვს ჩემი მოსაზრებები, ვის შეიძლება აწყობდეს ასეთი საზიზღრობის გავრცელება - ის ადამიანები და ჯგუფები, ვინც საბოლოო ჯამში მოგებული დარჩნენ. "ქართული ოცნება" ამ ყველაფრისგან ნამდვილად არ დარჩენილა მოგებული. როდესაც ასეთი ტიპის საშინელება ვრცელდება, პირველ რიგში უნდა დავსვათ კითხვა - ვის აწყობდა ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე ჩემი აზრით, გვექნება ლოგიკური პასუხი", - განაცხადა სოფო კილაძემ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)