|
2019-02-01 17:29:00, 1619 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი - რუსული მხარის განცხადება უცნაურია, უცხოელ მოქალაქეებს საქართველოში არანაირი შეზღუდვა არ აქვთ
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისთვის გაუგებარია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ 4 თებერვალს დაანონსებული სტუდენტების აქციის პარალელურად, რუსეთის მოქალაქეებმა თბილისში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, უცხოელ მოქალაქეებს საქართველოში არანაირი შეზღუდვა არ აქვთ. „მართალი გითხრათ მეც გაოცებული და გაკვირვებული ვარ ამ განცხადებით, არ ვიცი რამდენად სერიოზულია ეს განცხადება. მიჭირს ამაზე კომენტარის გაკეთება. საქართველო აღიარებული არის მთელი მსოფლიო ცივილიზებული საზოგადოების მხრიდან, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშიც კი ჰყავს შეყვანილი. არანაირი შეზღუდვა საქართველო უცხოელ მოქალაქეებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს არ ექმნებათ, ჩვენ გვყავს უპრეცედენტო დიდი რაოდენობის ტურისტები, რუსეთის ფედერაციისგან, ამიტომ ცოტა უცნაურია მსგავსი სახის განცხადების გაკეთება რუსთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან“, - აღნიშნა ზალკალიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)