|
2019-02-01 14:55:34, 969 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებისთვის მიმდინარე წელს 2 099 000 ლარია გათვალისწინებული
ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელ კორპუსებსა და თბილისურ ეზოებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2019 წლის ბიუჯეტში 2 099 000 ლარია გათვალისწინებული. გასული წლიდან დღემდე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სახურავების რეაბილიტაცია 29 მისამართზე განხორციელდა. ერთ-ერთი პროექტი გურამიშვილის გამზირის N39ა-ში შესრულდა, სადაც 650 კვ.მ ფართობზე სახურავი და ასევე, წყალსაწრეტი მილები შეიცვალა. შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. „მოსახლეობისთვის კორპუსებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია. საბიუჯეტო რესურსის ფარგლებში, ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ამხანაგობის განცხადება დავაფინანსოთ. საცხოვრებელ კორპუსებსა და თბილისურ ეზოებში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 2018 წელს ამხანაგობების 110 პროექტი დააფინანსა. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში, 1 795 600 ლარი გამოიყო. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე ტენდერი დასრულდა და გამარჯვებული კომპანიები სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებენ.
(NS)
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)