|
2019-02-01 13:21:55, 950 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ლუდის კომპანიის“ მოწვევით, დოლფ ლუნდგრენი სარეკლამო რგოლში მიიღებს მონაწილეობას
ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ მოწვევით, საქართველოს ჰოლივუდის ვარსკვლავი, ცნობილი შვედი მსახიობი, დოლფ ლუნდგრენი ეწვია. ქართველი მაყურებელისთვის დოლფ ლუნდგრენი ყველაზე მეტად მოკრივე ივან დრაგოს როლის („როკი IV“) შესრულებით არის ცნობილი. დოლფ ლუნდგრენი ვიკინგების სამეფო ლუდის, „რაგნარის“ ,სარეკლამო რგოლში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ პორტფელიოში საპატიო ადგილს იკავებს. „დოლფ ლუნდგრენი ჩვენი კომპანიის სარეკლამო საკომუნიკაციო გეგმაში მონაწილეობს. ეს მსახიობის პირველი ვიზიტია საქართველოში. როდესაც მან ჩვენი სამეფო ლუდი „რაგნარი“ პირველად დააგემოვნა განაცხადა, რომ ის „იდეალურზე უკეთესია“-, ამბობს ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი შალვა ჩოჩელი. მსახიობი უკვე იმყოფებოდა ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ საწარმოში, სადაც მას შესაძლებლობა ჰქონდა კომპანიაში მიმდინარე წარმოების პროცესს ადგილზე გაცნობოდა. ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ ლუდი „რაგნარის“ სარეკლამო რგოლის გადაღება კომპანია „იდეა ფიქსს“ მიანდო . კომპანიას მასთან მუშაობის ხანგძლივი გამოცდილება აქვს. რეკლამას ფართო საზოგადოება ივნისის ბოლომდე იხილავს. ს.ს „ქართული ლუდის კომპანიაში“ იმედოვნებენ, რომ „რაგნარისა“ და დოლფ ლუნდგრენის ერთობლივი პროექტი წარმატებული აღმოჩნდება. როგორც ცნობილია "რაგნარი“ ქართულ ბაზარზე დასამკვიდრებლად თავისი ლეგენდარული გემით 2018 წლის მარტში გამოჩნდა. ლუდი თავისი გემოვნური თვისებებით ნამდვილ ვიკინგურ ხასიათს ატარებს. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი პრეცენდენტი, როდესაც ქართული პროდუქციის რეკლამირებაში ჰოლივუდის მსახიობი იღებს მონაწილეობას.
(R)
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)