|
2019-02-01 12:56:03, 948 ნახვა
საზოგადოება
წულუკიანი ფარულ ჩანაწერებზე - ბესელია არ არის ის ნატურა, რომელიც შეშინდება და ფარ-ხმალს დაყრის
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ფარული ჩანაწერების გავრცელებას ეხმაურება. წულუკიანის თქმით, მსგავსი კადრების გავრცელება მიზნად ისახავს ქალების ტერორს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ვისზეც არ უნდა გავრცელდეს მსგავსი შინაარსის კადრები, ეს საყოველთაო დაგმობისა და პროტესტის საგანი უნდა იყოს. „მე ვფიქრობ იმას, რასაც ვფიქრობდი ხუთი წლის წინ, ოთხი წლის წინ, სამი წლის წინ და რასაც ვიფიქრებ მუდამ. ვისზეც უნდა გავრცელდეს ფარული ჩანაწერი − იქნება ეს ჩვენივე გუნდის წევრი, პოლიტიკური ოპონენტი თუ სხვა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი, ყველამ უნდა დაგმოს ეს ფაქტი და გაემიჯნოს მას. მე, პირადად, ყველანაირი ფარული ჩანაწერის გავრცელებას, მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება და, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს ქალზე ტერორს, და როგორც ითქვა კიდეც, მორალური ტერორის მცდელობას, ამას, რა თქმა უნდა, ვგმობ. მინდა, აქვე დავძინო, რომ არ არსებობს დედამიწაზე ქალი, რომელიც დაყრის ფარ-ხმალს. ქალი არის ძლიერი და ვინც ამას ავრცელებს, მე მინდა, ეს რჩევა მივცე, რომ იფიქროს სხვა რამეზე, აკეთოს სხვა საქმე, ეს არის დანაშაული. მე იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანებს მალე მიაკვლევს გამოძიება და მართლმსაჯულება განხორციელდება, მაგრამ სისხლის სამართლის პროცესი რომ გვერდზე გადავდოთ, მინდა, ყველამ იცოდეს, რომ არც ეკა ბესელია და არც სხვა ვინმე ქალი არის ის ნატურა, რომელიც შეშინდება, რომელიც გაჩერდება; ის, რომელიც დაყრის ფარ-ხმალს. ამიტომაც ისინი, ვინც ამას ავრცელებს, კარგი იქნება, თუ სხვა საქმით დაკავდებიან, და როდესაც მათ მიაკვლევს გამოძიება, რა თქმა უნდა, პასუხს აგებენ კანონის წინაშე. ადრეც იყო ამგვარი ჟურნალისტზე, პოლიტიკოსებზეც იყო მცდელობა ტერორისა ამ გზით; მაშინაც ვთქვი და იმავეს ვფიქრობ დღეს − არცერთი ქალი არ შევშინდებით! გაავრცელეთ, რაც გნებავთ. აი, ეს არის ჩემი გზავნილი იმ ადამიანისთვის, ვინც ამ სიბინძურით არის დაკავებული“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)