|
2019-02-01 11:32:17, 886 ნახვა
საზოგადოება
მე-12 კლასელებისთვის წელს გამოსაშვები გამოცდის გაუქმებაზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის 2019 წელს გამოსაშვები გამოცდის გაუქმების საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება სწორედ განათლების ხარისხზე იქნება ორიენტირებული. „ამ საკითხზე ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, კონსულტაციებს გავდივართ. თქვენ იცით, რომ ეს მოითხოვს ბევრ საკანონმდებლო ცვლილებას. ამის შესახებ გადაწყვეტილებას ძალიან მალე მივიღებთ ყველა რისკისა და ყველა მხარესთან კონსულტაციის გათვალისწინებით, იქნებიან სკოლები, ექსპერტები თუ საკანონმდებლო ორგანო. ვფიქრობთ, გადაწყვეტილება სწორედ განათლების ხარისხზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა მინისტრმა. როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა, საზოგადოება გადაწყვეტილების შესახებ ძალიან სწრაფად შეიტყობს. მე-11 კლასელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მე-12 კლასი მოითხოვს ბევრ საკანონმდებლო ცვლილებას, ამიტომ გარწმუნებთ, რომ ყველა მხარესთან კონსულტაციას ძალიან სწრაფად დავასრულებთ. ამ კონსულტაციებზე წლევანდელ წელთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)