|
2019-01-31 18:47:39, 1414 ნახვა
კომენტარი
ეკა ბესელია კადრების გამავრცელებლებს - გავიღიმე ამ ყველაფერზე, თქვენ ეტყობა კარგად არ მიცნობთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის ზეწოლას ელოდა. როგორც ბესელიამ განმარტა, კადრების გავრცელება მოულოდნელი არ ყოფილა და დასძინა, რომ ეს ვიდეომასალა დიდი ხნის გაკეთებულია. „გავიღიმე ამ ყველაფერზე და მინდა ვუთხრა მათ ვინც დგას ამ ყველაფერის უკან - თქვენ ეტყობა მე არ მიცნობთ კარგად იმიტომ, რომ ასეთ მდაბიო , ასეთ საცოდავ მეთოდებს მიმართავენ ადამიანები რომლებიც არიან უკვე უფრო დაბლა ვიდრე ჭაობი. ველოდი მართალი გითხრათ, ვერ ვიტყვი რომ ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო და ვიღაც არ იკადრებდა ამას. ამისთვის მზად ვიყავი. ეს არ არის ახალი ჩანაწერი. ეს უკანონო ჩანაწერი, რომელიც ასახავს ოჯახური საიდუმლოების და სივრცის უკანონო ჩანაწერს და შინაარსი აქ არაფერი არ არის ასახსნელი, უბრალოდ ფორმაა ამაზრზენი , ეს ჩანაწერი დევს იმ სისხლის სამართლის საქმეში, მე ვთქვი ეს როგორც ფაქტი“,-განაცხადა ეკა ბესელიამ. ეკა ბესელია გადაცემა "არჩევანში" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც არ გამორიცხა რომ შესაძლოა კადრები თავად ეკა ბესელიამ გაავრცელა და დასძინა, რომ ეს მდაბიო განცხადებაა. "ერთ -ერთი მოსამართლე, რომელიც არის იუსტიციის ... არც მინდა გვარის ხსენება. ის ჩემთვის კრებსითად განასახიერებს იმ ადამიანებს , რომლებიც იმაზე უფრო უარესები არიან ვიდრე აი ამის ჩამდენები და რატომ? ამ ადამიანმა გაახმოვანა გზავნილი რომ თითქოს ეს ჩვენს ინტერესებშია. ახლა წარმოიდგინეთ იმაზე უფრო მეტი სიმდაბლე ვიდრე ამ მეთოდებით ბრძოლაა ხომ არ არსებობს. ამაზე უარესი რამე თუ შეიძლებოდა წარმომედგინა არის ეს ფსიქოლოგია, რომ ესეთი რამ შეიძლება გაგიჩნდეს თავში ეს აზრი რომ დააბრალო იმ ადამიანებს ვისაც ამას უვრცელებენ რომ ეს შეიძლება იყოს მათი გაკეთებული. გესმით სად ვართ და ამის გახმოვანებული არის მოსამართლე რომელსაც უნდოდა უვადოდ აგვერჩია უზენაეს სასამართლოში. ის ახმოვანებს ამ სათქმელს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)