|
2019-01-31 10:53:25, 1402 ნახვა
სამართალი
შსს-მ ათამდე სავაჭრო ობიექტის გაქურდვის ფაქტზე 3 პირი დააკავა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქუთაისში 3 პირი დააკავეს, რომლებმაც სხვადასხვა დროს ბორჯომსა და ქუთაისში ათამდე სავაჭრო ობიექტი გაქურდეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებულმა ლ.ჯ.-მ და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ორმა პირმა -2000 წელს დაბადებულმა გ.მ.-მ და 2003 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ მიმდინარე წლის 21 იანვარს ქალაქ ბორჯომში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზია გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ ბორჯომში ჩადენილი დანაშაულის გარდა, არასრულწლოვანმა მ.ჯ.-მ, თანმხლებ პირებთან ერთად, ქუთაისში 6 სავაჭრო ობიექტი გაქურდა. ისინი აღნიშნულ ობიექტებიდან სხვადასხვა ნივთებს და ფულს იპარავდნენ, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილს ტოვებდნენ. პოლიციამ სამივე პირი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 29 იანვარს, ქუთაისში დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)