|
2019-01-30 12:43:32, 915 ნახვა
საზოგადოება
NDI: 72% ფიქრობს, რომ კვალიფიკაციის მიუხედავად, დამსაქმებელმა ქართველებს უნდა მიანიჭოს უპირატესობა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა (56%) ფიქრობს, რომ საქართველომ უნდა შეზღუდოს ქვეყანაში ჩამომსვლელი უცხოელი იმიგრანტების რაოდენობა. ამ მოსაზრებას მოსახლეობის 37 პროცენტი არ ეთანხმება. გარდა ამისა, გამოკითხულთა 72% ეთანხმება მოსაზრებას, რომ სამსახურში აყვანისას დამსაქმებელმა უპირატესობა უცხოელთან შედარებით ქართველს უნდა მიანიჭოს, კანდიდატის კვალიფიკაციის მიუხედავად, ხოლო 25% ამ პოზიციას არ იზიარებს. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 61 პროცენტი ასევე იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოში ეთნიკური მრავალფეროვნება მისი ძლიერი მხარეა და არა სუსტი. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ უცხოელ იმიგრანტებს საქართველოს ეკონომიკაში მნივნელოვანი წვლილი შეაქვთ, გამოკითხულთა 46 პროცენტი ეთანხმება, 40 პროცენტი კი, არა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)