|
2019-01-29 13:43:52, 1010 ნახვა
საზოგადოება
„ეს შენ გეხება“ - ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და ფარული ჩანაწერებით შანტაჟის პრაქტიკა აღკვეთოს
კამპანია "ეს შენ გეხება" საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სოციალურ ქსელში გავრცელება დროულად და ეფექტურად გამოიძიოს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის შესახებ ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებას მრავალჯერ სმენია. "ზეწოლის თითქმის ყველა შემთხვევას ადგილი ქონდა პოლიტიკოსებისა თუ საზოგადოებრივად აქტიური პირების მიმართ, განსაკუთრებით თუ ისინი ხელისუფლების მიმართ მწვავე განცხადებებით გამოირჩეოდნენ. ცხადია, ასეთი ქმედებები მიზნად ისახავდა არა მხოლოდ კონკრეტული ადრესატების, არამედ საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი წევრების დაშინებას. ბრძოლის ეს მეთოდები ყველაზე ხშირად აქტიური ქალების მიმართ გამოიყენება და გზავნილია ყველა ასეთი ქალის მიმართ. აღმაშფოთებელია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, საეჭვოდ ემთხვევა ეკა ბესელიას მიერ ბოლო დროს გამოთმულ კრიტიკულ მოსაზრებებს, სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. აღმაშფოთებელია, თუ ფარული ჩანაწერების გავრცელების და შანტაჟის გზით კონკრეტული ადამიანები სასამართლოს რეფორმის შეჩერებას და სასამართლოში გაბატონებული მოსამართლეთა კლანის პროტექციას ცდილობენ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია, როგორ უკანონო ჩანაწერის დამზადება, ასევე მისი გავრცელება. საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, ფარული ჩანაწერების გავრცელების არც ერთი გახმაურებული შემთხვევა არ გამოძიებულა და დამნაშავე პირები არ დასჯილან. დაუსჯელობის სინდრომი ხელს უწყობს დანაშაულის გამეორებას და წახალისებას, რაც წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას და ასევე, ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კამპანია „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" 2014 წლიდან ცდილობს ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეცვლას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური გარანტიის დაცვას. სამწუხაროდ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ მმართველ კოალიციას ამ მიმართულებით არანაირი სისტემური ცვლილება არ განუხორციელებია. დაპირების მიუხედავად, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს კვლავ აქვს შეუზღუდავი წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებთან და მოქალაქეთა შორის ყველა სახის კომუნიკაციასთან. ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე დამნაშავე პირების დაუსჯელობა და უცვლელი საკანონმდებლო ბაზა, გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი სურვილი, ქვეყანაში მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცული იყოს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დროულად და ეფექტურად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება ფარული ჩანაწერებით შანტაჟის საბოლოოდ აღსაკვეთად და დროულად განახორციელოს ცვლილებები ფარული-მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობის შესაცვლელად", - აღნიშნულია განცხადებაში.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)